ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! – გარდაცვლილი ქალის შვილი გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება

ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! – წერს სოციალურ ქსელში თამუნა კუბლაშვილი და ელისო კილაძის ფეისბუქპოსტს აზიარებს, სადაც კილაძე წერს, რომ „დედამ ტელევიზორში ნახა როგორ სცემდნენ აქციაზე მის შვილს,დასახმარებლად გაიქცა და გზაში ავარია მოუვიდა,გარდაიცვალა“.

„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!”, – წერს თამუნა კუბლაშვილი.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა,...

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ...