ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერიც, თუ როგორ ისვრის ის „მოლოტოვის კოქტეილს“ და როგორ ეცემა ის პოლიციელების წინ.
ბრალდების მხარე დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოეყენებინა.
ასევე პატიმრობა შეეფარდა საბა ჯიქიას, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის წარსულში ნასამართლევი არაა და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.









