ალექსანდრე ელისაშვილს ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი – ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი,...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით კუთხეში მოქცეული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“...