საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე, – ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში, რომლითაც მაუწყებელმა პრემიერის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“.
საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება დღეს გააკეთა.