აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მომავალი ხელმძღვანელი, ვივეკ რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩვენ დეტალურად უნდა შევამოწმოთ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“.
„ეს ოქსიმორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.
აღსანიშნავია, რომ ვივეკ რამასვამის აღნიშნული მესიჯი სოციალურ ქსელ X-ში გაიზიარა ილონ მასკმა კომენტარით „აბსოლუტურად ვეთანხმები“.