გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან
განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ.
საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ
რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე
“ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ,
რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ
მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას
ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.
ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის
გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ
წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება
პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას.
ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო
ქმედებები, ასევე, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ
მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.