28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებული ორი პირი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ერთს 4-დღიანი, მეორეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი მოსამართლე კობაჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ჩაგუნავას გადაწყვეტილებით დაკავებულ გიორგი წაქაძეს 5-დღიანი პატიმრობა, ზურაბ წიკლაურს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დაკავებულ კიდევ 5 პირს, მათი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.

ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...