4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეები ე.წ. ადმინისტრაციულ შენობებს დატოვებენ, ე.წ. არჩევნები დანიშნოს და გადადგეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

განცხადება ბჟანიამ სოფელ ტამიშში გააკეთა, სადაც მომხრეებს შეხვდა.

„თუ არ იქნება კონსტიტუციური ფორმების განვითარება, თუ ჩვენ არ მივყვებით კონსტიტუციას, ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს. ამიტომ, მათ, ვინც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას, უნდა გაათავისუფლონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩევნები და გადავდგე. ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი გააგრძელებს. მე მზად ვარ დავთანხმდე არჩევნებს, დაე, ადამიანებმა თქვან ვის უჭერენ მხარს. დაე, სიმართლე გახდეს ხალხის ნების აღსრულების შედეგი.“ – განაცხადა ბჟანიამ.

აფხაზურმა ოპოზიამ, ე.წ. სააკორდინაციო საბჭომ დღეს საოზგადოებასთან შეხვედრა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გამართა. საპროტესტო აქცია გაიმართა შენობის გარეთაც. შეკრებილები ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ.

სოხუმში ვითარება გუშინ უკიდურესად დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს. საღამოს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ხელშეკრულების უკან გაწვევის მომზადება დაიწყო.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა.
მოგვიანებით კი მომიტინგეები სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.