Bloomberg: ევროკავშირი 19 ნოემბრის სამიტზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-თან ურთიერთობებს გადააფასებს

ევროკავშირი ემზადება, რომ გადააფასოს მისი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, ეს 19 ნოემბერს გასამართ ევროკავშირის სამიტზე მოხდება.

„ევროკავშირი ფასეულობების გადახედვისთვის ემზადება. მის ლიდერებს მსოფლიოში ევროპისთვის ადგილის მოძიება სურთ. ეს კი ორგანიზაციის მის უახლოეს მოკავშირესთან – აშშ-თან – ურთიერთობების გადაფასებას ნიშნავს. ისინი ამით ბრიუსელში 19 ნოემბერს ლანჩის დროს დაკავდებიან“, – წერს Bloomberg-ი.

როგორც სააგენტო ამტკიცებს, 19 ნოემბერს გასამართ სამიტზე ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერები აგრეთვე დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გამოცოცხლების შესაძლო გზებს განიხილავენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება. როგორც დღევანდელი სხდომის...