14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ივერთუბნის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოწესრიგდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გარდა, ივერთუბანში ყველა ქუჩაზეჩატარდა საგზაო სამუშაობი და მოეწყო რეკრეაციული სივრცე.  

„აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებასდა პროექტის განხორციელება 2022 წელს დავიწყეთ.თავაპირველად, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში, 32 ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რომელზეც 1 000-მდე ოჯახი დაერთდა. ასევე, ახლახან დასრულდა საგზაო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ხერხეულიძეების ქუჩასთან, 6 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები