21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დააკმაყოფილებელი არ არის.

სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგიისტორიულად იყო სპორტული, კულტურული დასოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანიალოჯიკ გრუპისთვის. სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლებარეაბილიტაციას. აღნიშნულიხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს ანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაცგულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯის და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.

იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლეწარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურადშენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებითბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციურიდანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა დასისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

დღეს რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე ვითრებაა,  შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს განახლებას. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობაუნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას;მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდებასატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივიმოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლისსტუმრებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, განხორციელებული სამუშაოები შესაძლებლობას მისცემს ობიექტს, უმასპინძლოს, როგორც სპორტულ, ისე სხვა კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს და ჰქონდესმრავალფუნქციური დატვირთვა.

ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები