3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროსსისტემის საქმიანობაში სამოქალაქოსაზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა დასამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  • სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარიმილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალურიოდენობა თითოეული გამარჯვებულიპროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათარასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულპირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდელექტრონულად შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

განაცხადების მიღება 11 ნოემბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსსყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებშიუწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარიდააფინანსა.

სამინისტროს წარმომადგენლები პროექტებისმიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერასრეგულარულად ახორციელებენ.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები