3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2024 ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარდგა.  

WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი.

ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორისაა: Trip Adviser, Bloomberg, National Geographic Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup, Skyscanner, Wanderlustდა სხვ.

შეხვედრებზე საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურების ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია განიხილება.

WTM სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ლონდონში 20-ზე მეტ ქართულ მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამყარებს პირად კონტაქტებს, ბიზნეს ურთიერთობებს, იმისთვის, რომ ერთობლივად საქართველოში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ავიაკომპანიებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ და მედია პლატფორმებთან, რომ საქართველოს პოზიციონირება მოვახერხოთ. გვაქვს შეხვედრები BBC- სთან, Bloomberg-თან, სხვადასხვა ტიპის მედია პლატფორმებთან, მხვილ ტურისტულ კომპანიებთან, ბრიტანეთის ავიახაზებთან- EasyJet-მარკეტინგული კამპანიებიგანსახორციელებლად“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

 

გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ B2B  ფორმატში შეხვედრები გამართონ როგორც ბრიტანულ, ასევე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

WTM London 2024-ზე,  საქართველოს სტენდთან,დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები