21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერისოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა.

სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება.

გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაცდავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცისსარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმეთვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რმდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულადგანახილებული და მოწესრიგებულია. პროექტისფარგლებში, დაირგო ხე-მცენარეები, მოწყო სარწყავისისტემა, განათება, გაჩნდა სივრცეები, სადაცპატარებს შეუძლიათ თამაში. მინდა ადგილობრივმოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან აქ იყო უსახურიფარეხები, რომლებიც ავიღეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, რეაბილიტირებულიასაფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. დღეს, 19:00საათზე გაიმართება კონცერტი და ვისაც სურვილიაქვს, შეუძლია მობრძანდეს და ისიმოვნოსდღევანდელი საღამოთი, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.  

დაახლოები6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელიზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზეჩატარდა გამწვანების სამუშაოებიდაიგო რულონურიბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სრულირეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა დაკალათბურთის სტადიონებს, ასევე, განთავსდასკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან1 242 522 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს, აღნიშნული სკვერის მიმდებარედ, მესამემიკრორაიონის N85 კორპუსთან, ერთ ჰექტარზე მოეწყომრავალფუნქციური სივრცე, წელს კი გლდანის რაიონისგამგეობამ დარჩენილი ნაწილი – 6000 კვადრატულიმეტრი კეთილმოაწყო. ჯამში, 16 000 კვადრატზემრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე შეიქმნა.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები