გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

„ამ სივრცეში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის  სივრცე. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები,მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბნო პარკები და სკვერებიქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გვახსოვს წლები, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება იყო ამ საკითხის მიმართ: ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება და იქ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები – შენდებოდა კორპუსები, ბიზნესცენტრები და ასე შემდეგ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. უამრავი სკვერი, რეკრეაციული სივრცედა სპორტული მოედანია გასხვისებული, რომელთა დაბრუნებაც მოგვიწია, ისევ თქვენი ფულით, იმ თანხებით, რასაც ბიუჯეტში იხდით. წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო, დღესაც გვიწევს ამ სივრცეების დაბრუნება ქალაქისთვის. ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს სჭირდება სუფთა გარემო, რეკრეაცია, პარკები, სკვერები. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა რეაბილიტირებული სივრცე, რომელიც კეთილმოწყობილია, სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...