ტრამპი: არ გვინდა არჩევნების შედეგებს ველოდოთ ათი დღე, სამი დღე, ორი საათი, პასუხი ამაღამ გვინდა

არ გვინდა არჩევნების შედეგებს ველოდოთ ათი დღე, სამი დღე, ორი საათი, პასუხი ამაღამ გვინდა, – განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.

„თუ გამოიყენებთ ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და გარდა ამომრჩევლის პირადობისა, თქვენ გექნებათ მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შედეგი დათვლილი იქნება, როგორც საფრანგეთში. [საფრანგეთში] 37 მილიონი ამომრჩეველია. [საპრეზიდენტო არჩევნებში] შედეგები საღამოს 9:30 საათზე დაფიქსირდა. ჰყავდათ გამარჯვებული, ჰყავდათ დამარცხებული“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის დადგენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...