ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მიხეილ სარჯველაძემ ლაშა ქარდავას წარმატებები უსურვა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...