“პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია” – კახა კუკავა

პოლიტიკოსი კახა კუკავა რუსეთთან ავიამიმოსვლის თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა.

“სახელმწიფოებრივი (და არა პარტიული) ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ:

1. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებამდე დაუშვებელია;

2. პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია,” – კახა კუკავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...