22 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024
22 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

„მთის ამბები“ და „ტვ პირველი“ ოპოზიციის პრაიდზე მისული ხალხის სიმცირის გამო, ძველი აქციების კადრებს იყენებენ

ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა, „მთის ამბებმა“ და „ტვ პირველმა“, ვიდეოები გამოაქვეყნეს, სადაც ოპოზიციის პრაიდის ნაცვლად, ძველი აქციების კადრებია გამოყენებული.

იმ მიზეზით, რომ 20 ოქტომბერს, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეუერთდა, აღნიშნულ მედიასაშუალებებს, ხალხის სიმრავლის წარმოსაჩენად ძველი კადრების გამოყენება მოუხდათ.

„ტვ პირველს“ მითითებული აქვს, რომ ვიდეოში სხვადასხვა აქციების კადრებია გამოყენებული, “მთის ამბები” კი კადრებს ძველი აქციებიდან 20 ოქტომბრის პრაიდის კადრებად ასაღებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები