22 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024
22 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

BBC: წინასწარი მონაცემებით, მოლდოვაში ევროინტეგრაციის წინააღმდეგ 50,1%-მა მისცა ხმა, პრეზიდენტის ვინაობა კი მეორე ტურში გაირკვევა

წინასწარი მონაცემებით, მოლდოვაში, ბიულეტენების 97%-ის დათვლის შემდეგ, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმათა 40,86% მიიღო. მის კონკურენტს, მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელსაც პრორუსული, ოპოზიციური სოციალისტების პარტია უჭერს მხარს, ამომრჩეველთა 26,95% მიემხრო. ვინაიდან, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოველებმა ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმშიც მიიღეს მონაწილეობა. ელექტორატის 50, 01% ევროინტეგრაციის წინააღმდეგი აღმოჩნდა, მომხრე კი 49,9%-ია.

არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სანდუმ თაღლითობაზე ისაუბრა და არადამაჯერებელ შედეგებში „უცხო ძალებთან მომუშავე „კრიმინალური დაჯგუფებები“ დაადანაშაულა.

„დღეს, ისევე როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, მოლდოვაში თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, უცხოურ ძალებთან გაერთიანებით, ტყუილითა და პროპაგანდით შეუტიეს ჩვენს ქვეყანას. გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ 300 000 ხმა მოისყიდა. ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა, რომლის მიზანია დემოკრატიის დისკრედიტაცია. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვა. ჩვენ არ შევწყვეტთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ველოდებით საბოლოო შედეგებს და დავბრუნდებით გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა სანდუმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები