18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

“ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად” – “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ონლაინგამოცემა “მხარე” უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.”- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები