19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024
19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჯონ მერშაიმერი: როდესაც ტრამპი 2017 წელს პრეზიდენტი გახდა, განზრახული ჰქონდა „დიფ სტეიტის“ წინააღმდეგ წასვლა, რაც ვერ შეძლო – ახლა პირობას დებს, რომ დაამარცხებს „დიფ სტეიტს“ და გაატარებს ფუნდამენტურად განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა ჯონ მერშაიმერმა, „დიფ სტეიტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის ერთადერთი გამონაკლისია დონალდ ტრამპი, რომელსაც სურდა, არ დამორჩილებოდა „დიფ სტეიტს“ და განსხვავებული საგარეო პოლიტიკა გაეტარებინა, თუმცა, ეს ვერ შეძლო.
მერშაიმერმა, რომელიც All-In Summit 2024-ის პანელურ დისკუსიაზე პროფესორ ჯეფრი საქსთან ერთად იმყოფებოდა, ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დიდი განსხვავება არ არის, რის მაგალითადაც მოიყვანა ერთ-ერთი საბავშვო წიგნის ცნობილი პერსონაჟები „მინდა რესპუბლიკელები და დემოკრატები მოვიხსენიო როგორც Tweedledee და Tweedledum. მათ შორის იმდენად მცირე განსხვავებაა,“ – აღნიშნა მერშაიმერმა.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად შეძლებს ტრამპი მეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში „დიპ სტეიტის“ დამარცხებას, პროფესორი მიიჩნევს, ეს ცდაც ტრამპისთვის წარუმატებელი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ერთი გამონაკლისია ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი. როდესაც ის პრეზიდენტი გახდა 2017 წელს, განზრახული ჰქონდა “დიფ სტეიტისთვის“ დარტყმის მიყენება და სურდა გამხდარიყო სხვა სახის ლიდერი საგარეო პოლიტიკის ფრონტზე, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ახლა ის პირობას დებს, რომ თუ ამჯერად აირჩევენ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება – დაამარცხებს „დიფ სტეიტს“ და გაატარებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება იმისგან, რასაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ატარებდნენ დღემდე.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა ტრამპს დაამარცხოს ღრმა სახელმწიფო და ეს ორი ჩამოყალიბებული პარტია და მე ფსონს დავდებ ტრამპის წინააღმდეგ.“ – აღნიშნა ჯონ მერშაიმერმა.

მისი თქმით, პენტაგონში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და დაზვერვის სამსახურებში მომუშავე ბიუროკრატებმა, დროთა განმავლობაში, კონკრეტული საგარეო პოლიტიკის გატარების ინტერესები შეიძინეს, რადგან გლობალურად ომებში ჩართულობა მოითხოვს ძლიერი ადმინისტრაციული სახელმწიფოს არსებობას.

„როდესაც ვსაუბრობთ „დიფ სტეიტზე“, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ სახელმწიფოზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ამერიკის ეკონომიკაში განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა ძლიერი ცენტრალური სახელმწიფოს შექმნა ქვეყნის მართვისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ ჩართულია მსოფლიოში წარმოებულ ყველა ომში, რაც მოითხოვს ძლიერ ადმინისტრაციულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მართვისთვის. შედეგად, მაღალი, საშუალო და დაბალი დონის ბიუროკრატები პენტაგონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაზვერვო გაერთიანებებსა და სხვა უწყებებში იძენენ ინტერესებს კონკრეტული საგარეო პოლიტიკის გატარებაში.“ – განმარტა მერშაიმერმა.

ამავე თემაზე საუბრისას, პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ დაწერილი მოგონებები გაიხსენა, და აღნიშნა, რომ ბოლტონი, რომელიც ასევე „დიფ სტეიტს“ წარმოადგენდა, პირდაპირ წერს, თუ ტრამპი მათ გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმებოდა, ისინი პოულობდნენ გზებს, რომ ტრამპი გაეცურებინათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები