“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის სოფლების: კლდეეთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატის თქმით, უამრავი საინტერესო აზრი, რჩევა და იდეა მოისმინა მოსახლეობისგან. სოფლებში თითქმის სრულადაა მოწესრიგებული ცენტრალური გზები. მისივე თქმით, ადგილობრივებმა პრიორიტეტად დაასახელეს დარჩენილი ცენტრალური და საუბნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის, ჯანსაღი კრიტიკისთვის და ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ობიექტური შეფასებისთვის,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.