4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებზე: ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო, ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ოპოზიციური კლასტერი ავრცელებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიებში ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პროვოკატორები, ვითომდა ხმების დაცვის მიზნით, ცდილობენ ცესკოს და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

“ამომრჩეველი ორ ნაწილად იყოფა: აქტიური და პასიური. ამ არჩევნებზე კი გამოჩნდა ამომრჩეველთა მესამე კატეგორიაც – ამრევები, ანუ პროვოკატორები, რომლებიც ვითომდა ხმების დაცვის მიზნით ცდილობენ ცესკოს და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ოპოზიციური კლასტერი ავრცელებს საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიებში ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ აქტიური ამომრჩევლებს ისღა დაგვრჩენია, თუნდაც სოცქსელებით მოვახდინოთ რეაგირება, ანუ “გვქონდეს ჩვენი რეაქცია!”

არცერთ მსურველს რეგისტრაციაში ხელი არ შეშლია, ხოლო ნეიტრალიტეტის განმარტება საარჩევნო კანონში არაა გაწერილი, და არც შუბლზე აწერია ვინმეს. შესაბამისი სერტიფიკატის და გამოცდილების მქონე წევრები პროფესიული ნიშნით შეირჩნენ. მათ ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მათზე უკვე არნახული ბულინგი დაიწყო. ორიოდე დღის წინ მათმა ბულინგმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,” – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.