21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დავით კოდუა: შეხვედრებზე მოქალაქეები ამ არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე თავადვე საუბრობენ და უზარმაზარ მხარდაჭერს გვიცხადებენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

„ორულუ – ეს არის სოფელი, რომელიც უშიშრად იდგა 2012 წელს და სამეგრელოში ერთ-ერთმა პირველმა უმასპინძლა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მაშინ სოფლის მცხოვრებლების სწორი პოზიციის დაფიქისირებას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა პროვოკაციის მოწყობით უპასუხა. საბედნიეროდ, ეს რეჟიმი დამარცხდა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით უკან არც არასდროს დაბრუნდება!

დღეს 2012 წლის 12 ივნისი ეს შეხვედრაც გავიხსენეთ, ბევრი ძველი თანამებრძოლიც ვნახე. განსაკუთრებულად მახარებს, რომ შეხვედრებზე მოქალაქეები ამ არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე თავადვე საუბრობენ და უზარმაზარ მხარდაჭერს გვიცხადებენ. ჩვენ ერთობით გავიმარჯვებთ და წავიყვათ ამ ქვეყანას მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“-წერს კოდუა.

როგორც დავით კოდუამ აღნიშნა, ორულუში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას გაზიფიცირება წარმოადგენდა, თუმცა პროცესი დასრულდა და ამჯერად ბუნებრივი აირის ქსელზე მოსახლეობის ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, ჭაბურღილების მოწყობის სამუშაობი განხორციელდა. არის საჭიროებები საბავშო ბაღის, სკოლის და შიდა გზების მიმართულებით – რაც აუცილებლად განხორციელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები