ირაკლი კობახიძე – საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის

საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვას, სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“,...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტების „ბელეტრისტიკად“ და „მხატვრულ თხზულებად“ შეფასებით, რადიკალური...