8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

დავით ჩიხელიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე-2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით

პოლიტიკური თანასწორის შესაძლებლობა, დემოკრატიის ხარისხის შეფასების ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზე არის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, ხალხის დაცინვაა, როცა დემოკრატიაზე გვესაუბრება ნაციონალური მოძრაობა, რომლის მმართველობის დროს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით 84-ე ადგილზე ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ მათი მმართველობის პირობებში საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობდა და ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ჰქონდათ მოქმედების თავისუფლება.

„პოლიტიკური თანასწორის შესაძლებლობა, დემოკრატიის ხარისხის შეფასების ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზე არის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, რა თქმა უნდა ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს.

ხალხის დაცინვაა, როცა დემოკრატიაზე გვესაუბრება ნაციონალური მოძრაობა, პარტია რომლის მმართველობის დროს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით 84-ე ადგილზე ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ მათი მმართველობის პირობებში საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობდა და ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ჰქონდათ მოქმედების თავისუფლება. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით!“-წერს დავით ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...