8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ შეწყვიტა საქმე ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ-მოსამართლემ დაადგინა, რომ პროკურორებმა დაცვის ჯგუფს არამართლზომიერად დაუმალეს პოტენციური მტკიცებულებები

ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ შეწყვიტა საქმე ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ შტატმა დამალა მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა იმისთვის, თუ როგორ აღმოჩნდა საბრძოლო ვაზნები გადასაღებ მოედანზე, სადაც ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ პროკურორებმა დაცვის ჯგუფს არამართლზომიერად დაუმალეს პოტენციური მტკიცებულებები.

„ერთ-ერთმა პროკურორმა იცოდა ახალი მტკიცებულებების შესახებ და მაინც არ შეეცადა გაემჟღავნებინა ის დაცვის მხარისთვის. შტატის მიერ ამ ინფორმაციის დამალვა იყო მიზანმიმართული“, – განაცხადა მოსამართლე მერი მარლოუ სომერმა განჩინებაში.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დაცვის მხარემ იცოდა საბრძოლო ვაზნების შესახებ, მაგრამ ვაზნები ოფიციალურად არ იყო წარდგენილი დაცვის მხარისთვის მტკიცებულების სახით, რადგან ისინი არ ემთხვეოდნენ გადასაღებ მოედანზე აღმოჩენილ ვაზნებს.

2021 წლის ოქტომბერში ფილმ „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი. შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...