ცოტნე ანანიძე ანაკლიაში ჩინელების ჩამოსახლებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე- ქსენოფობიური განცხადებაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „„რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება“.

სხდომაზე სააკაშვილმა ისაუბრა რუსთავში ეკონომიკური ზონის ყაზახებისთვის გადაცემაზე და საქართველოში ჩინელების დასაქმებაზე.

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებას ქსენოფობიურს უწოდებს.

„ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიას ვინ გადასცა?! გარდა ამისა, ქსენოფობიური განცხადებაა“- წერს ცოტნე ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...