8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

რომან გოცირიძე: “რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი”

“ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა?”– ასე ეხმაურება (უბრალოდ) რომან გოცირიძე ეროვნული ნაკრების წევრების და სასულერო პირების შეხვედრის ფატს.

“ყველა პოპულარულ ადამიანს, სპორტსმენი იქნება, მომღერალი თუ პოლიტიკოსი, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს, რომ თავის ძლევამოსილებას გაუსვას ხაზი. ვერც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გადაურჩა ამას. რას ვიზამთ, უარის თქმასაც ვისწავლით. ყველაფერი ერთ დღეში არ მოდის.

რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი. ერთხელ ჩაერია, ისიც უსამართლოდ, როცა მარადონას ხელით გაატანინა და იმის მერე ასეთი რამ არ ჩაუდენია. ღმერთი აბა რის ღმერთია, თავისი შეცდომა თუ არ გამოასწორა.” – წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...