საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რეისი კიოლნი-თბილისი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ.

საღამოს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მთავრობის მიერ დაანონსებული ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: ქართველი აკაცუკის გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის...

ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ...