„რუსთვი 2“-ის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციას „პარაზიტებს” უწოდებს.
ეს ოპოზიციაც ასე არასწორად გაზრდილი ხალხია, ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები. სულ პარაზიტობდნენ ამ “მიშიკოს” ე.წ. კარგად ყოფნის დროს. “მიშიკოს” კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდნენ და ცუდად ყოფნის დროსაც ამის ხარჯზე იყვნენ,”- აცხადებს სავარაუდოდ, გიული ალასანია.
აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა გაკეთებული, “რუსთავი2-ს” წყარომ მიაწოდა.