24 ივნისი, ორშაბათი, 2024
24 ივნისი, ორშაბათი, 2024

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზე ბალანსირებს, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, ზოგჯერ ვიღაცისთვის არაპოპულარული ნაბიჯებით, შექმნა საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების უნიკალური მოდელი

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სოციალურ ქსელში აფასებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ხარჯზე, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზეა. მისი თქმით, ხელისუფლების ამ ქმედებებით, საქართველომ ბევრი განსაცდელი აირიდა თავიდან.

“ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ამ ზე-ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზე ბალანსირებს, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, მართალია, ზოგჯერ ვიღაცისთვის არაპოპულარული ნაბიჯებით, მაგრამ შექმნა საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების უნიკალური მოდელი. ამის მეშვეობით ბევრი განსაცდელი აირიდა ქვეყანამ.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი:

ბოლო სიახლეები