საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“

2024 წლის 31 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“.

საქართველოს 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესურამ და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებსა და სიახლეებზე, რომელიც უკავშირდება ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტურ განათლებას.

შეხვედრაზე კომპანია „ინოვატორ“-ის ტექნიკურმა დირექტორმა, დავით რობაქიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „მედიატექნოლოგიები ჟურნალისტიკის სწავლების სამსახურში“.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაიხურა სტუდენტური ფოტოგამოფენა „რაკურსი 2024“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 უნივერსიტეტის სტუდენტმა და გამოიფინა 150-მდე ნამუშევარი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...