24 ივნისი, ორშაბათი, 2024
24 ივნისი, ორშაბათი, 2024

გია აბაშიძე: საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან ე.წ. “გადახვევის” გამო შფოთავს, თუმცა, მისმა პარტია “რენესანსმა” სასტიკი დამარცხება იწვნია ევროპარლამენტის არჩევნებში

ულმობელია პოლიტიკური ცხოვრება იმ აქტორებისთვის, რომლებიც სამშობლოზე ნაკლები კონცენტრირებით, სხვის საქმეებში ერევიან და უნამუსოდ ამუნათებენ, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის დამარცხებას ევროპარლამენტის არჩევნებში.

მისი განცხადებით, მაშინ, როცა მაკრონი საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის გზიდან “გადახვევის” გამო შფოთავდა, მისი პარტია იმდენად სასტიკად დამარცხდა ევროპარლამენტის არჩევნებში, რომ პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებიც კი დანიშნა.

“09.06.24: ულმობელია პოლიტიკური ცხოვრება იმ აქტორებისთვის, რომლებიც სამშობლოზე ნაკლები კონცენტრირებით, სხვის საქმეებში ერევიან და უნამუსოდ ამუნათებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან ე.წ. “გადახვევის” გამო შფოთავს, თუმცა მისმა პარტია “რენესანსმა” სასტიკი დამარცხება იწვნია ევროპარლამენტის არჩევნებში.

მაკრონმა ვადამდელი ორ ტურიანი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა 30 ივნისსა და 7 ივლისს.
17:24 მოვუწოდებთ “ოცნებას” პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – მაკრონი.

23:05 ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების გამო საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები