“მე რომ არ ვიცოდე აღნიშნული ჩანაწერების შესახებ, პირდაპირ გეტყვით, რომ სუსია. თვენახევარია ამ ჩანაწერებს რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში დაატარებენ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კითხვაზე, მერაბიშვილია გამავრცელებელი, თუ ვისი დავალებაა? ბაჩო დოლიძე პასუხობს – “ხო, აბა ვისი ხელწერაა, ეს არის ის ბინძური იარაღი, რომელიც თავისივე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამწუხაროდ ჭკუა ვერ ისწავლეს”. მისივე თქმით, ფარდის უკან ცდილობენ სიტუაციებზე გავლენის მოხდენას, ერთხელ უკვე ძალიან დიდი ფატალური შეცდომა აქვთ დაშვებული, მეორეჯერაც უშვებენ და სხვებსაც აშვებინებენ.
“რაიონიდან რაიონში დადიოდა ვისაც ასმენინებდნენ, ის კიდევ უფრო ამოჭრილი აღმოჩნდა, გუშინ რაც მე მოვისმინე. ანუ ეს არის ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაცია. ფარდის უკან ცდილობენ სიტუაციებზე გავლენა მოახდინონ. ერთხელ უკვე ძალიან დიდი ფატალური შეცდომა აქვთ დაშვებული, რასაც ვუყურებ, მეორეჯერაც უშვებენ და სხვებსაც აშვებინებენ. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი. რომ არ ვიცოდე აღნიშნული ჩანაწერების შესახებ და ეს იყოს ახალი ნიუსი, პირდაპირ გეტყვით, რომ სუსია. თვენახევარია ეს ჩანაწერები რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში მიდის, დაატარებენ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს ის, რომ ნიკა მელია იყოს დამარცხებული ამ არჩევნებში იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში სხვა ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა მათთვის გაცილებით მარტივი იქნება“ – აცხადებს ბაჩო დოლიძე.