23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

მალხაზ ურთმელიძე მიხეილ სააკაშვილზე – ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს წერილებს წერს, ეს არის დემენცია?

ადამიანი, რომელიც წერილებს წერს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ეს არის დემენცია? – ამ კითხვით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ ამერიკელ ექსპერტს და ნევროლოგს შახინ ემანუელ ლაჰანის, რომელიც მოწმის სახით ვიდეო ჩართვის საშუალებით საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე იკითხება.

როგორც ექსპერტმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დიახ, ეს შესაძლებელია.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრობლემები ადამიანის აღმასრულებელი ფუნქციების განხორციელებაში იქმნება. დაზიანებულია მოკლევადიანი მეხსიერება, ასევე ყურადღება და ფოკუსირება. ასევე ტვინის ის ნაწილია დაზიანებული, რომელიც გამართულად ლაპარაკის შესაძლებლობას იძლევა. ასევე არანორმალური ქცევითი რეფლექსები“, – განაცხადა ექსპერტმა, რასაც მალხაზ ურთმელიძის რეპლიკა მოჰყვა: – „ხუთ ენაზე, რომ ლაპარაკობს ისე ხომ?“

ამასთან, ურთმელიძის თქმით, „არანორმალური ქცევითი რეფლექსები“ ეს, რომ თქვას, „მინიმუმ წინა ქცევები“ უნდა იცოდეს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაინტერესდა, ამერიკელ ექსპერტს დემენცია ფსევდო დემენციაში ხომ არ ეშლება, რაზეც შახინ ემანუელ ლაჰანიმ უპასუხა, რომ არ ეშლება ის სიმპტომები, რაც ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, მით უმეტეს, დემენციაზე.

„არა. ჩვენ ამაზეც გავაკეთეთ ტესტირება. დეპრესია იწვევს დემენციის მსგავს სიმპტომებს, მაგრამ ამას ადგილი არ აქვს. რაც მთავარია, აღმოჩენილია თავის ტვინის ორგანოების დაზიანება. ასევე მრავლობითი ტოქსიკური აგენტებია აღმოჩენილი მის ორგანიზმში, ეს არის ვერცხლის წყალი, დარიშხანი, ბისმუთი. ეს ყველაფერი ფსევდო დემენციის დროს არ აღენიშნება“,- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები