5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში განახლდება.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.
სხდომა სამშაბათს 13:00 საათზეა ჩანიშნული.









