4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძეც: ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს

“ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი.” – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მესამე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივი ცვლილებების განხილვა არ ხდება და შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს განვიხილავთ მესამე მოსმენით დადგენილი წესით, რედაქციულად პაკეტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მოგეხსენებათ, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივი ცვლილებების განხილვა არ ხდება. როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები. წარმოდგენილია ტექსტი გარკვეული რედაქტირებებით, მხოლოდ რედაქციულად, გრამატიკულად. დარიგებულია. შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. კოლეგებო, დავაყენოთ საკითხი მაშინ კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ტექსტს? დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტის სხდომა დასრულებულია“, – განმარტა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები