გია აბაშიძე შსს-ს განცხადებაზე: ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება, კანონი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონობს

ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირის დაკავების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ინსინუაციები დაკავებული ეჭვმიტანილების ე.წ. პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მიუღებელია.

“ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება. კანონი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონობს. სამარცხვინო ინსინუაციები დაკავებულ ეჭვმიტანილთა ე.წ. “პოლიტიკურ დევნაზე” არის და იქნება სამარცხვინო და კატეგორიულად მიუღებელი!

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.” – წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...