30 მაისი, ხუთშაბათი, 2024
30 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ვეტერანი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე-გამოდიან გვარამიები, ეს არაკაცები და ყველანაირად ცდილობენ სპორტსმენებს ტვინი აურიონ. დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ნუ რევთ ამ ყველაფერში

ვეტერანი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
გოცირიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, სპორტსმენების კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სპორტსმენებს დაანებონ თავი და ნუ რევენ ამ ყველაფერში.

„ფეხბურთში თუკი რამე იყო, თუკი რამე ასაკობრივი ნაკრები იყო, ყველგან ვითამაშე და ახლა გულით ვიტყვი ამ ყველაფერს. გამოდიან ეს ჟურნალისტები, გვარამიები, ეს არაკაცები და ყველანაირად ცდილობენ სპორტსმენებს ტვინი აურიონ. დაანებეთ ამ სპორტსმენებს თავი. გამოვიდა მდინარაძე და თქვა: „დაანებეთ სპორტსმენებს თავი“. სპორტსმენებს ნუ რევთ ამ ყველაფერში. ახლა აღარ ვთამაშობ და თავს მივცემ უფლებას [ვთქვა], ესენი არიან ნაძირალები და ამათ ქვეყანა არ უყვართ, დამიჯერეთ. ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა არიონ. არც სიმშვიდეს აფასებენ ქვეყანაში და არაფერს. ენჯეოშნიკები თუ ვინც ხართ, ვერ ეღირსებით. ყველაფერზე „რუსული კანონი, რუსული კანონი“. ამ ახალგაზრდებს გინდათ ტვინი აურიოთ და ვერ აურევთ ტვინს და ამ სპორტსმენებს კიდევ დაანებეთ თავი. ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ჩვენი ბიჭები და იმედია გვასახელებენ. მაგარი ბიჭები ხართ ბიჭებო და ჩემს ქვეყანას და ჩემს საქართველოს კიდევ წარმატებებს ვუსურვებ. ყველაფერი კარგად იქნება“.-აცხადებს ბექა გოცირიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები