“ეფესბე” – ოფიციალური მონაცემებით, საკონცერტო დარბაზში სროლის და ხანძრის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, “ეფესბე”-ს ინფორმაციით, მოსკოვში საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა.

რუსეთის უშიშროებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დაზარალებულების მიმართ ყველა შესაძლო ღონისძიება მიიღება.

განცხადების თანახმად, სპეცსამსახურები აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

ინფორმაციისთვის, მოსკოვის ცენტრში, “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა,...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა...