ოთარ აბესაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

ოთო აბესაძე არის თბილისის მერიის წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში და გახლავთ იმერეთის მხარიდან

მაღიზიანებს – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები;

ვგრძნობ – საკუთარ შესაძლებლობებს;

მეშინია – მიცვალებულის;

ვიცი – მეგობრობა;

არ ვიცი – ღალატი;

შემიძლია – სიყვარული;

არ შემიძლია – სიბოროტე;

ვმეგობრობ – ჩემზე ჭკვიან ადამიანებთან;

ვაპატიებ – უპატიებელი არაფერია. მთავარია შემდეგ როგორ გრელდება ურთიერთობა;

ვტირი – როდესაც თანავუგრძნობ;

ვიცინი – ძალიან ხშირად;

ვეძებ – ყოველ დღე და ყოველ წუთს აბსოლუტურად ყველა დეტალში ახალს;

ღირსი ვარ – იმის რაც მაქვს;

ვჩხუბობ – არ ვჩხუბობ, ვსაუბრობ. ჩხუბი არ არის გამოსავალი;

ვკარგავ – დასაკარგს;

მშურს – იმის, ვინც მანჩესტერ იუნაიტედის თამაშს დასწრებია ოლდ ტრაფორდზე;

ვემალები – ცხოვრებაში დავიმალე ერთხელ. 5-6 წლის ასაკში. დედას ახალნაყიდი სუნამო დავუღვარე 🙂

ვემტერები – არავის არ ვემტერები;

მაინტერესებს – საქართველოს უახლესი ისტორიის კულუარები;

არ მაინტერესებს – ჭორები;

მახსოვს – აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიერ ჩემთვის გაკეთებული სიკეთე;

მრცხვენია – რომ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი;

უარვყოფ – საფეხბურთო კლუბ ლივერპულს 🙂 მე მანჩესტერელი ვარ  <3

ვავადმყოფობ – როდესაც ვარ ავად;

ვმალავ – კილოგრამებს, (მოვიმატე წონაში)…

ვინახავ – ოჯახურ რელიქვიებს;

მწამს – ღმერთის და საკუთარი შესაძლებლობების;

მიკვირს – ღალატის;

მიხარია – სიცოცხლე;

ვჭორაობ – არ ვჭორაობ;

ვდარდობ – მომავალზე;

ვამაყობ – ოჯახით;

ვაკეთებ – რისი გაკეთებაც შემიძლია;

ვეფერები – ვინც მიყვარს;

მსიამოვნებს – ყელზე რომ მკოცნიან;

მესიზმრება – ბევრი ფერადი სიზმარი;

ვეხმარები – სტუდენტებს საკუთარი თავის პოვნაში;

ვეწევი – სიგარეტს;

მწყინს – დაუნახავობა;

ვხარჯავ – ხელგაშლილად;

ვღალატობ – არ ვღალატობ;

ვკამათობ – არ ვკამათობ, ვსაუბრობ;

ვუხეშობ – არ ვუხეშობ, ვსაუბრობ;  🙂

ვუსმენ – ჩემზე ჭკვინ ადამიანებს;

ვყოყმანობ – ადამიანებზე შეფასებებების გაკეთებისას;

ვკითხულობ – თანამედროვე ეკონომიკის პრინციპებს;

ვამზადებ – უგემრიელეს კერძებს;

ვუყურებ – ფილმებს, თეატრს, ფეხბურთს;

ვკლავ – ცუდ მოგონებებს;

ვაფუჭებ – ეხლახანს გავაფუჭე ტელეფონი;

ვცხოვრობ – თბილისში, სოლოლაკში;

ვცემ – ვგმობ ძალადობას;

ვყვირი – არ ვყვრირი, ვსაუბრობ;

ვმღერი – როცა მემღერება;

ვასრულებ – პიანინოზე და გიტარაზე. ზოგადად ბევრ კარგ საქმეს ვასრულებ; 🙂

დავდივარ – ჩოგბურთის სათამაშოდ;

ვმკურნალობ – ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ;

ვერიდები – გემრიელობებს დიეეტაზე ვარ;

ვთამაშობ – ფლეისთეიშენს;

ვიტყუები – არ ვიტყუები;

ვეთაყვანები – სიყვარულს;

ვგიჟდები – შვილზე;

მიყვარს – შეყვარებული;

ვოცნებობ – მე ხომ სულაც “ქართული ოცნებიდან” ვარ; 🙂

ვფიქრობ – მომვალზე;

მძულს – ღალატი;

ვნანობ – არაფერს არ ვნანობ. დრო რომ უკან დაბრუნდეს მაინც ისე მოვიქცეოდი;

კმაყოფილი ვარ  – ცხოვრებით. მყავს შვილი, დავრგე ხე და ავაშენე სახლი;

მენატრება – სტუდენტობა;

მსურს – გავხდე პილოტი;

ვაგროვებ – ღვინოს;

ვიხდი – ძალიან ბევრ რამეს ჩემთვის ძალიან ღირებულისთვის;

ვეჭვიანობ – არ ვარ ეჭვიანი;

„ვკაიფობ“ – მიწაზე მუშაობით და მცენარეების მოვლით;

ვიზიდავ – საინტერესო ადამიანებს;

ვალამაზებ – ჩემს ოჯახს;

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...