“ვნანობ ყველა უაზროდ დაკარგულ წუთს”- სოსო მეშველიანი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

სოსო მეშველიანი არის პოეტი და გახლავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან:

 

მაღიზიანებს – ადამიანების  სიყალბე;

ვგრძნობ – ამაოებას (ყველაზე მძაფრად);

მეშინია – დასასრულის;

ვიცი – რომ ერთ დღეს მივხვდები  თურმე არაფერიც არ ვიცი;

არ ვიცი – ბევრი რამ, რაც უნდა ვიცოდე;

შემიძლია – ადამიანის შეყვარება;

არ შემიძლია – გულგრილობა;

ვმეგობრობ – ყველასთან (ვცდილობ);

ვაპატიებ – თუ ვერ გამიგო;

ვტირი – ხშირად;

ვიცინი – ნაკლებად;

ვეძებ – რაღაცას  გამუდმებით; 

ღირსი ვარ – სიცოხლის;

ვჩხუბობ –ზოგჯერ;

ვკარგავ – ვპოულობ;

მშურს – პოლიგლოტების;

ვემალები -ზოგჯერ საკუთარ თავსაც  კი;

ვემტერები – ფარისევლობას;

მაინტერესებს – მომავალი;

არ მაინტერესებს – მადონას საყვარლების რაოდენობა;

მახსოვს – ბევრი ჯაფა;

მრცხვენია – სიმორცხვის;

უარვყოფ – იუთუბი „პოეტებს“;

ვავადმყოფობ – კარგად ვარ;

ვმალავ – სიმორცხვეს;

ვინახავ – უამრავ რამეს;

მწამს – მომავლის;

მიკვირს – ვაი ქართველი პატრიოტების;

მიხარია – ადამიანად ყოფნა; 

ვჭორაობ – არ მცალია;

ვდარდობ – ბევრ რამეს; 

ვამაყობ – რთული და სუფთა წარსულით;

ვაკეთებ – ბევრი რამის კეთება ვიცი;

ვეფერები – ბავშვს, ხეს, ყვალის, რავი…

მსიამოვნებს – უმნიშვნელო სიკეთის კეთებაც;

მესიზმრება – ბავშვობა;

ვეხმარები – ყველაზე მეტად მოხუც დედას;

ვეწევი – ცოტას;

მწყინს – უსამართლობა;

ვხარჯავ – თუ მაქვს კი…

ვღალატობ – არ შემიძლია (ალბათ მაინც საკუთარ თავს);

ვკამათობ – არც ისე ხშირად;

ვუხეშობ – ხშირად;

ვუსმენ – ყველა გულწრფელ ადამიანს;

ვყოყმანობ -ასევე ხშირად;

ვკითხულობ – ბევრს;

ვამზადებ – ვერ ვხვდები რა იგულისხმება;

ვუყურებ – მოქანავე ხეების ყურება მიყვარს;

ვკლავ – ზოგჯერ (დროს);

ვაფუჭებ – მხოლოდ ლექსს;

ვცხოვრობ – არც ისე უინტერესოდ;

ვცემ – არავის;

ვყვირი – უკიდურეს შემთხვევაში;

ვმღერი – სტვენით (მარტო მუშაობის დროს);

ვასრულებ – ?

დავდივარ –სულ;

ვმკურნალობ – უძილობაზე;

ვერიდები – პოლიტიკურ დისკუსიებს;

ვთამაშობ – ვთამაშობდი;

ვიტყუები – ზოგჯერ, ვინმეს გასახალისებლად;

ვეთაყვანები – მზის ამოსვლას მთებში;

ვგიჟდები – ბავშვის სიცილზე;

მიყვარს – უმიზეზოდ არავინ;

ვოცნებობ – ბავშვების უკეთეს მომავალზე;

ვფიქრობ – სულ, სულ…

მძულს – უმიზეზოდ არავინ;

ვნანობ – ყველა უაზროდ დაკარგულ წუთს;

კმაყოფილი ვარ – რასაც ვაკეთებ;

მენატრება – ბავშვობა;

მსურს – მეტი თავისუფლება;

ვაგროვებ – ავტოკალმებს;

ვიხდი – ვიცვამ;

ვეჭვიანობ – ასაკზე…

„ვკაიფობ“ – ქართველ ტელე-ჟურნალისტებზე;

ვიზიდავ – ფიქრებს;

ვალამაზებ – რითმებს.

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...