კახა კალაძე გვარამიას პარტიაზე-მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, არის ძალიან დამძიმებული პარტია და ახალი სახეებით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია

„შეიძლება დღეს დაარქვან „ლელო“, გახარიები, „დროა“ და ა.შ. მცდელობა არის ერთი რამ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, ეს არის ძალიან დამძიმებული პარტია და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია“- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შექმნის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად.

„გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლის განმავლობაში, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, დააბრალო და იკადრო, ყველაფერი გააკეთა. ცხადია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდნენ იმ 9 წლის განმავლობაში, რაც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად“-განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...