4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა” – რობინ დანიგანი ირაკლი კობახიძეზე

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ღამის კურიერის” ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,”- აცხადებს დანიგანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.