“ვოცნებობ გრემიზე” – ნინი შერმადინი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

ნინი შერმადინი არის მომღრალი და გახლავთ თბილისიდან 

მაღიზიანებს – ტყუილი;

ვგრძნობ –  სითბოს;

მეშინია – ქათმების;

ვიცი – სიმღერა;

არ ვიცი – ქიმია;

შემიძლია – ყველაფერი;

არ შემიძლია – არაფერი არ არის შეუძლებელი;

ვმეგობრობ – რამდენიმესთან;

ვაპატიებ – ყველაფრის პატიება შემიძლია, თუ ადამიანი ინანიებს;

ვტირი – ყოველთვის, როცა მეტირება;

ვიცინი – ხშირად;

ვეძებ – ბედნიერებას;

ღირსი ვარ – წარმატების;

ვჩხუბობ – არ ვჩხუბობ;

ვკარგავ – სათვალეს ხშირად;

მშურს – არ ვიცი როგორია ეს გრძნობა;

ვემალები – არავის არ ვემალები;

ვემტერები – არავის არ ვემტერები;

მაინტერესებს – ყველაფერი;

არ მაინტერესებს – ჭორები;

მახსოვს – ყველაფერი;

მრცხვენია – არ მრცხვენია;

უარვყოფ – ნარკოტიკებს და მავნე ჩვევებს;

ვავადმყოფობ – არ ვავამდმყოფობ;

ვმალავ – ემოციებს, ხშირად;

ვინახავ – ჩემი შვილის წერილებს;

მწამს – უფალი;

მიკვირს – ადამიანების უგულობა;

მიხარია – სხვისი წარმატება და კარგად ყოფნა, ჩემიც რა თქმაუნდა;

ვჭორაობ – დაქალებთან;

ვდარდობ – ამ ქვეყანაზე;

ვამაყობ – საამაყო ქართველებით;

ვაკეთებ – ბევრ რამეს;

ვეფერები – ყველას, ვინც იმსახურებს;

მსიამოვნებს – ყურადღება;

მესიზმრება – არ მესიზმრება, თუმცა თუ მესიზმრება მიხდება;

ვეხმარები – ყველას, ვისაც შემიძლია;

ვეწევი – არ ვეწევი;

მწყინს – უგულობა, უყურადღებობა, ტყუილი;

ვხარჯავ – ენერგიას;

ვღალატობ – საკუთარ ინტუიციას ხანდახან;

ვკამათობ – ხშირად;

ვუხეშობ – გააჩნია, ყოველთვის არა;

ვუსმენ – მუსიკას 24 საათი;

ვყოყმანობ – გადაწყვეტილებების მიღებისას;

ვკითხულობ – ყველაფერს: წიგნს, იფორმაციას, ჩანახატებს;

ვამზადებ – კერძებს კარგად;

ვუყურებ – ბევრ რამეს ტელევიზორს, საინფორმაციოს, შოუებს, ფილმებს… ბევრ რამეს;

ვკლავ – არ ვკლავ;

ვაფუჭებ – არაფერს;

ვცხოვრობ – ამერიკაში;

ვცემ – არასდროს არავინ არ მიცემია;

ვყვირი – არ ვყვირი, ხმას ვუფრთხილდები;

ვმღერი – ყოვლეთვის და ყველგან;

ვასრულებ – დავალებას;

დავდივარ – სამსახურებში;

ვმკურნალობ – წელზე;

ვერიდები – ცბიერ და მატყუარა ადამიანებს;

ვთამაშობ – სცენაზე;

ვიტყუები – როცა მგონია, რომ სიმართლე უფრო მტკივნეულია;

ვეთაყვანები – დედას;

ვგიჟდები – ნიჭიერ ადამიანებზე;

მიყვარს – ერთგულება;

ვოცნებობ – გრემიზე;

ვფიქრობ – რომ ყველფერი გამომივა;

მძულს – ორპირობა;

ვნანობ – ბევრ რამეს;

კმაყოფილი ვარ – საკუთარი თავით;

მენატრება – ჩემი შვილი, მამაჩემი და ოჯახი;

მსურს – იყოს მშვიდობა;

ვაგროვებ – არაფერს არ ვაგროვებ;

ვიხდი – გადასახადებს;

ვეჭვიანობ – არ ვეჭვიანობ;

„ვკაიფობ“ – არ ვკაიფობ;

ვიზიდავ – არ ვიცი ვის ვიზიდავ;

ვალამაზებ – საკუთარ სახლს, ოჯახს, საკუთარ თავს და ვცდილობ, რომ ჩემს გარშემო ადამიანებსაც გავულამაზო ცხოვრება ;

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...