მამა ლევანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:
“ამ ცხოველების გამო რეები ხდება, წყევლა, გინება, უბედურება. არ ვიცი რა წიგნებით იზრდება ეს ხალხი. სად კითხულობენ ადამიანის გარდა სხვა რაიმე არსების უპირატესობას. პაპა-ბებიებისთვის არ დაუვარცხნია ზოგს თმა, მშობლების ექიმებთან წაყვანა ეზარებათ და კატა, ძაღლებს და ვირთხებს დაასეირნებენ, გადასხმებზე დაჰყავთ, დაბადების დღეებს უხდიან, ტანსაცმელებს ყიდულობენ და ა.შ.
ზოგ მოხუცს თბილისი არ უნახია, მაგალითად ჩემ შვილებს ზღვა, თუ ამდენის საშუალება გაქვს მოჰკიდე ხელი და ისინი გაასეირნე. კატა რას იგებს კასპშია თუ ლონდონში. რამდენი ბავშვია მშიერი, უწამლოდ, ჩაუცმელი და შენ ძაღლს ტანსაცმელს ყიდულობ, რათ უნდა? აქამდე რომ არ ეცვათ როგორ არსებობენ შვიდი ათასი წელია? ცხოველს აჭამე, წყალი დაალევინე, დანარჩენი რა უბედურებაა. სამსჯავროზე რომ დადგები, ზაზუნა შეგაწევს სიტყვას თუ დაპურებული გაჭირვებული? როგორ ნელ-ნელა ვგიჟდებით რა…”
https://www.facebook.com/mama.levani