“მარტო თქვენი ბრალი არ არის ეს უტიფარი განცხადებები და გათამემება, ოპოზიციური მედიებიც მშვენივრად გიწყობენ ხელს, ჩართვის სტუდია გაქვთ სახლში მოწყობილი და თქვენს თევზს ლამის სახეზე ცნობს ქართველი ერი”- ბაჩანა შენგელია გია ხუხაშვილს მიმართავს

იურისტი ბაჩანა შენგელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ექსპერტ გია ხუხაშვილს მიმართავს:

“როგორც თვითონ თქვა, ავტოსადგომზე გაიცნო გახარია და ახლა ავტოსადგომზე გაცნობილ ადამიანს აპიარებს, როგორც ჩანს სიღრმისეულად შეისწავლა და დაადგინა, რომ არც თვალთხარიაა და არც ცივსისხლიანი მკვლელი, არც ანაკლია დაუსამარებია და არც უამრავი სამოხელეო დანაშაულის ორგანიზატორი ყოფილა. როგორც ჩანს ისიც დაადგინა, რომ 4 წლის განმავლობაში არც რუსეთუმე რეჟიმის მთავარი არქიტექტორი ყოფილა, კორუფციის ჭაობში არ იხრჩობოდა და ,,ქართულ ჯიგრულ პონტში” სიტყვების ავტორი წამოსვლიდან მეორედ დღეს საკუთარ პარტიას (სიის პირველი ნომერი იყო 2020-ში) კორუფციაში არ ადანაშაულებდა.

ბატონო Gia Khukhashvili, გვახსოვს აქ ხალხს თქვენ სად იყავით 2012 წლიდან, როგორ ,,ალაგებდით” ბიზნესს პიქსელის შენობაში და თქვენ როდის დისტანცირდით ქართული ოცნებისგან? რომელ განედზე იმყოფებით ახლა და როდის გამოხვედით დახშული წრიდან? მარტო თქვენი ბრალი არ არის ეს უტიფარი განცხადებები და გათამემება, ოპოზიციური მედიებიც მშვენივრად გიწყობენ ხელს, ჩართვის სტუდია გაქვთ სახლში მოწყობილი და თქვენს თევზს ლამის სახეზე ცნობს ქართველი ერი, თქვენც მშვენივრად იყენებთ ამ ფაქტს და აგერ მთლად ნაძირალა კრიმინალის გაპიარებამდეც გაკადნიერდით.
თქვენ რომ ოლიგარქებზე (ბიძინაზე არა, ცხადია, ფაცხალაძეზე და უფრო ხშირად კეზერაშვილზე), ან ფულის გათეთრებაზე საუბრობთ, რატომ სირცხვილით არ იწვის აკვარიუმში მობინადრე ამება, რომლის მეხსიერებით ჩვენ გგონივართ წარმოდგენილი?

ცნობისთვის:

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქზე წერს:

“რატომ გახარია?
პასუხი მარტივია – ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან.
ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი.
ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ.” – წერს ხუხაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს...