18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

მარნეულში კორპუსში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა – დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

მომხდარის დროს დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის ,,იმედის” კლინიკაში განაგრძობენ.

მანამდე, მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: “რადიო მარნეული”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები